ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდი, იმერეთის რეგიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.
ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მასში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწილეობდა.
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებული წარმატება მოიპოვეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: