ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლეებმა - ნიკა კილაძემ და ალექსანდრე კალანდაძემ, საქართველოს პირველობაზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატება მოიპოვეს.
მოსწავლეებმა 15-წლამდელთა შორის, 44 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და პირველი და მე-2 ადგილები გაინაწილეს.
ნიკა კილაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ალექსანდრე კალანდაძემ კი - ვერცხლი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: