
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია გაიმართა.
სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად, კვირეულით აღინიშნა.
კვირეული I-lVკლასების მოსწავლეებისთვის მოეწყო და მოიცავდა არაერთ საგანმანათლებლო თუ საზეიმო ღონისძიებასა და აქტივობას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიაზე, გაჟღერდა გამონათქვამები და ლექსები, მოეწყო პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს გენიალური სიტყვებით - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!“
კვირეული დასრულდა ფილმის - „იავნანამ რა ჰქმნა“ ჩვენებით.
იხილეთ ვიდეო: