ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან.
სკოლაში, სადაც წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა. სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ მე-2 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი მოწოდებით - „წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან“ და უკეთ გააცნობიერეს ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 23 აპრილს აღინიშნება.