ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლა 2022 წლიდან აქტიურად არის ჩართული Eco-სკოლის პროექტში.
პროექტი ორი მიმართულებით ხორციელდება - „აჩუქე სიცოცხლე“ და „მარჯვე ხელები“.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კი სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ჯგუფში - „მარჯვე ხელები“ არიან ჩართულნი, სააღდგომო დეკორაციები შექმნეს.
Eco-კომიტეტის წევრებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით დარგეს ხეები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნომრები: სპექტაკლი /we love earth/, სიმღერები, ცეკვები.
დასასრულს კი გაიმართა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხა მოხმარდება სკოლის განვითარების ფონდს.
„დიდი მადლობა მშობლებს, მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: