თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
IVდ კლასის მოსწავლეები, დამირგებლის - ცისანა ირემაშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექპერიმენტორიუმს“ სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა გიდის დახმარებით სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ დაუვიწყარი დრო გაატარეს და ახალი ცოდნა და უნარებიც შეიძინეს.
თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან თევდორაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში მხარს უჭერს და ახალისებს.