ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია დარჩელის N1 სკოლაში
06-05-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. შესაბამისად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

ცხადია, სკოლაში მასშტაბურად აღინიშნა დედაენის დღე. გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელთა მიზანი იყო ქართული ენის სილამაზია ხაზგასმა და მისი როლის აღნიშვნა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

მათ შორის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლებად გაცოცხლებული ი. გოგებაშვილის მოთხრობები - „თხა და გიგო“, „ნუცას სკოლა“, „ცრუ“ და ა.შ.

ნანახით და მოსმენილით აღფრთოვანებულმა პატარებმა ისაუბრეს პერსონაჟებზე, ემოციით დატვირთულები სიხარულს და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

საინტერესოა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარებული მე-2 კლასელთა აქტივობები. მათ ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი წიგნიერების განვითარებაში. 

პირველკლასელებმა კი, დამრიგებელის - ხათუნა გვაძაბიას ხელმძღვანელობით ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

 მრავალჭირვარამგადატანილ ქართულ ენას ხოტბა შეასხეს მე-5 კლასის მოსწავლეებმაც და სიამაყით აღნიშნეს: 

„ქართული მარტო ენაა?!-

ქართული ქართველთ რწმენაა,

ღმერთია!

ბედისწერაა!

ზღვა როა!-

იმოდენაა!“.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...