თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
06-05-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან. 

მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინეტრესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში ხალისით იმოგზაურეს და ცოდნა გაიმდიდრეს

პროექტში მონაწილეობისთვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ

მოსწავლეთა პედაგოგი ია ტუშური გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...