„გვიანი გაზაფხული“​ - ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ზღაპრული ღონისძიება 
06-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩნა-განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება სახელწოდებით - „გვიანი გაზაფხული“, რომელიც, როგორც ყოველთვის, უნიკალური და განუმეორებელი იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და გაზაფხულის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. 

მოსწავლეებმა ბრწყინვალედ შეასრულეს გაზაფხულისადმი მიძღვნილი სიმღერები, ცეკვები, ლექსები, გამოცანები და აკროსტიქები

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ვარდიტერ გრაბსკაია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...