„პატარა გენიოსები“ ჭალის საჯარო სკოლიდან - მე-4 კლასელთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალური ასპარეზობისთვის ემზადება
06-05-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჟამად, ჭალის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდი - „პატარა გენიოსები“ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ფინალური ასპარეზობისთვის ემზადება. 

მათ ღირსეულად განვლეს ფინალამდე მისასვლელი გზა და ახალი მწვერვალების დასაპყრობად მზად არიან. 

სასკოლო ტურში მათ 69 ქულა დაიმსახურეს, მუნიციპალურში - 68 და მეორე ადგილი მოიპოვეს, რეგიონალურ ტურში დააგროვეს მაქსიმალური ქულის 60%  - 59 ქულა. ამჯერად საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

სკოლაში მათი წარმატებით ხარობენ და გამარჯვებას ულოცავენ. 

„მოსწავლეები ამ დღეს მოუთმენლად ელიან, გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მიზანდასახულ და გონიერ პატარებს“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

მე-4 კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი ლეილა აბაშიძე გახლავთ, რომელიც ზრუნავს როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...