
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მე-3, მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეები, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 28 აპრილს ეწვივნენ ხაშურის მინისტარის დასახლების ბიბლიოთეკას ღონისძიებით ეწვივნენ. „წიგნი - ჩვენი საგანძურია, მისი დაცვა - ჩვენი ვალდებულებაა“ - ეს იყო დევიზი შთამბეჭდავი ღონისძიებისა.
ღონისძებას ხელმძღვანელობდა VIII კლასი დამრიგებელი მაია რიჟამაძე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება - „როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები“. ღონისძიებაზე წამყვანის როლი მოირგეს მოსწავლეებმა - მარიამ ფაფაკერაშვილმა (VIII კლ.) და ელენე მაისურაძემ (III კლ.). მოსწავლეებმა თემატიკიდან გამომდინარე წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვა „ქართული“.
ღონისძიებაზე საინეტრესო ნომრებით წარდგნენ ბარბარე მაისურაძე (V კლ.), ანანო კურტანიძე (Vკლ.) და მარიამ ხუციშვილი (V კლ.).
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ წარმომადგენელი საკრებულოდან, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, ბიბლიოთეკების გაერთიანებიდან, ღონისძიებას დაესწრენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც.
დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორს - მაია რიჟამაძეს, მინისტარის დასახლების ბიბლიოთეკარებს და განსაკუთრებით მოეფერენ მონაწილე მოსწავლეებს.
ამ ლამაზი შეხვედრით ყველა კმაყოფილი დარჩა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომალსა:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
მეორე ვიდეო ბმულზე:
მეოთხე ვიდეო ბმულზე:
მერვე ბმული:
მეთერთმეტე ბმული: