უჩმანის საჯარო სკოლაში მზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
06-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

3 მაისს, სკოლაში მზის მსოფლიო დღე აღინიშნა. გამართა საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც მზის ენერგიისა და ეკოსისტემაში მისი მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. 

მოსწავლეები არაერთ საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ალფრეტა ანტანოსიანმა

მზის დღე მსოფლიოში 1994 წლიდან აღინიშნება. მზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სუფთა ენერგიაა, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები უსაზღვროა.

აღსანიშნავია, რომ მზე დედამიწას 80 ათას მილიარდ კილოვატ ენერგიას აძლევს წამში, რაც მნიშვნელოვნად მეტია მსოფლიოში ერთად აღებულ ყველა ელექტროსადგურზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...