ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად დედამიწის დღის აღნიშვნა სკოლაში ტრადიციად არის ქცეული, ამ დღეს მოსწავლე-მასწავლებლების ხელმძღვანელობით გარემოსდაცვითი ღონისძიებები ეწყობა.
წელს, უამინდობის გამო, დედამიწის დღე მოსწავლეებმა განსხვავებულად აღნიშნეს. წინა წლებისგან განსხვავებით, დასუფთავებისა და გამწვანების აქციების ორგანიზება ვერ მოხერხდა, ამიტომ თემასთან დაკავშირებით, პირველი, მე-3, მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის ლექცია მოეწყო.
აღნიშნული კლასების ხელმძღვანელები მოსწავლეებს ესაუბრნენ დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე. ლექციის მსვლელობაში აქტიურად ჩაერთვნენ ბავშვებიც. მათი აზრით, ყველა ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს ჩვენს საერთო სახლს - დედამიწას.
ერთიანი ძალით და ხელოვნების პედაგოგ ანა ღამბარაშვილის დახმარებით, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი ლოზუნგით - „დედამიწა ჩვენი სახლია!”
დირექციამ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს - ეკატერინე თედეშვილს (I კლასი), ლელა მჭედლიძეს (III კლასი), ნათია კაპანაძეს (V კლასი), მაია რიჟამაძეს (VIII კლასი) და ანა ღამბარაშვილს (ხელოვნების პედაგოგს) ღონისძიების წარმატებით წარმართვისთვის.
იხილეთ ფოტოები: