აბულის საჯარო სკოლაში ტერორიზმის თემაზე, გეოგრაფიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
06-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - კარიინე ვოსკანიანმა, უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით, ორგანიზება გაუწია ღონისძიებას საერთაშორისო ტერორიზმის თემაზე. საგანმანათლებლო ღონისძიებით, პედაგოგი ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. 

გაიმართა პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა საკითხის შესახებ საინეტრესოდ ისაუბრეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები კარგად ერკვეოდნენ ტერორიზმის წარმოშობის, მიზეზების, პრევენციისა და შედეგების საკითხებში, რაც დღეს უკვე გლობალურ პრობლემად ითვლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...