ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებით, სკოლას უნიკალური საჩუქარი გაუკეთეს მე-5 კლასის მოსწავლეთა მშობლებმა. ხელით მოქარგული ქართული ანბანი, ხელნაკეთი დროშა და სკულპტურა, რომლებიც დღეიდან სასკოლო სივრცეს დაამშვენებენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეშტიის N2 საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.
„ჩვენი სკოლა 60 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლას საჩუქარი გააკეთეს მეხუთეკლასელების მშობლებმა: ჩნაშხარიკ ანტანოსიანმა, რომელმაც შესანიშნავი და უნიკალური საჩუქარი მოამზადა - ქართული ანბანი მოქარგა, გოჰარ ქურდოღლიანმა, რომელმაც ქართული დროშა შეკერა და კრისტინე აბდულკიანმა, რომელმაც სკოლა თიხისგან დაამზადა. მადლობა ასეთ მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: