ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხულის დღესასწაული“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და გაზაფხულის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და არაერთი საინტერესო და სახალისო ნომერი წარუდგინეს მაყურებელს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პირველიდან - მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო მუსიკის მასწავლებელი ნინო გოგუაძე, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: