სიახლე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის - სკოლის წარმომადგენლები მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრნენ
07-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში 40%-იან შიდა გრანტით ისარგებლებენ. ამის შესახებ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

შეხვერდაზე, საპატრიარქოს განათლების ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საპატრიარქოს განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც CIU-ში ჩაირიცხებიან, 40%-იან შიდა გრანტს გამოუყოფს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...