იანეულის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
06-05-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას, ემპათიას, ტოლერანტობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან.

4 მაისს მსოფლიოში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა აქტიურად გამოეხმაურა. სკოლაში საინფორმაციო შეხვერდა და პრეზენტაცია გაიმართა. პედაგოგები მოსწავლეებს ბულინგის შესახებ ესაუბრნენ, მოწაფეებთან ერთად ჩაგვრა დაგმეს. 

ღონისძიების მიზანი იყო ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი პრევენცია, არაძალადობრივი კულტურის გაძლიერება, კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს მნიშვნელობის ხაზგასმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...