ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სწორედ პროექტის დახმარებით გაეცნენ მე-6 კლასის მოსწავლეები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს.
სკოლაში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „პირველი დახმარება“.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს მასალის თეორიული ცოდნა, ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, პირველადი დახმარების წესები პრაქტიკაში გამოიყენეს, მიმართეს სიმულაციურ თამაშებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების - მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების აღფრთოვანება გამოიწვია.
პროექტის მოკლე გეგმა ასე გამოიყურება:
1.ადამიანის ორგანიზმის ზოგადი მიმოხილვა (ტესტები, აქტივობა- „ორგანოების ამოცნობანა“);
2. ჯანმრთელობა და ჰიგიენა (ტესტები);
3.პრაქტიკული სამუშაო - სისხლდენასთან გამკლავება, სისხლძარღვის დაზიანება (სიმულაცია);
4.პულსისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვა (სიმულაციები);
5.კიდურების დაზიანება (ზედა და ქვედა კიდური)(სიმულაცია);
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
პროექტის ორგანიზატორი გახლავთ ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო შათირიშვილი.
იხილეთ ფოტოები: