ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით იასპარეზეს
07-05-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

3 მაისს, ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა ბოლქვაძემ, სალომე ბერიძემ, ნიკა ბერიძემ, საბა სურმანიძემ, გიორგი სურმანიძემ და გიორგი წილოსანმა წარმატებით იასპარეზეს, საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. პროექტს ჰქონდა ინტელექტუალური თამაშის სახე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ბილტმორის“ შენობის დარბაზში გაიმართა.

მოსწავლეთა გუნდმა 8 ქულა აიღო, რაც მაქიმალური ქულის 48%-ს წარმოადგენს, მაგრამ ისინი გაჩერებას არ აპირაბენ. გეგმავენ უკეთესად მოემზადონ და კვლავ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში.

ფიროსმანის სკოლამ ამ პროექტში მონაწილეობა მეორედ მიიღო. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მოსწავლეებს მისი ჩატარების სტილი და ფორმატი ძალიან მოსწონთ. ამიტომ ამ პროექტში საქართველოში არსებული ყველა სკოლა იღებს მონაწილეობას.

ფიროსმანის სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ პროექტში მონაწილეობისთვის მოამზადა პედაგოგმა ლეილა ტარიელაძემ, ის მოსწავლეებს ავარჯიშებდა თემატიკაში, ლოგიკურ აზროვნებაში, მსჯელობასა და გუნდურად მუშაობაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...