თანამედროვე სწავლების მეთოდებითა და მრავალფეროვანი რესურსებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ფიროსმანის საჯარო სკოლაში 
06-05-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ. 

1-ელ მაისს, ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მოქალაქეობასა და ინგლისურ ენაში თემაზე -„გაერო და საქართველო“. 

გაკვეთილი თანამედროვე სწავლების მეთოდებით იყო გაჯერებული. ყველა აქტივობას წინ უძღვოდა სასწავლო და ელექტრონული რესურსები, რაც მოსწავლეებს დაეხმარა გაკვეთილის უკეთ ათვისებასა და გაგება- გააანალიზებაში. ასევე, ნათლად დაანახა მოსწავლეებს საგანთაშორისი კავშირი.

მოსწავლეებმა გაიაზრეს გაეროს როლი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე. გაიგეს მნიშვნელოვანი ფაქტები გაეროს ისტორიიდან. მოისმინეს და თარგმნეს ქართულად გაეროს ჰიმნი. გაკვეთილის დასასრულს გამოიყენეს მათ მიერ შექმნილი რესურსი - „მსოფლიო ქვეყნების დროშები“. გაკვეთილი ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, რისთვისაც ფიროსმანის სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - მამუკა ყავრელაშვილს და ინგლისური ენის პედაგოგ ლელა (ლეილა) ტარიელაძეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...