დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ბავშვები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს.
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში საგნის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
ამის დასტურია გასვლითი აქტივობა, რომელიც ქიმიის პედაგოგმა ირმა დავითშვილმა მერვეკლასელებთან ჩაატარა.
ეს გახლდათ დაუვიწყარი მოგზაურობა ექსპერიმენტორიუმში, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს, განემტკიცებინათ საგნობრივი ცოდნა, მეტად შეეცნოთ ქიმიის თავისებურებები და ვინ იცის, ზოგიერთ მათგანს სამომავლოდ პროფესიადაც კი აერჩია ქიმიკოსობა.
„დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ირმა დავითაშვილმა მე- 8 კლასის მოსწავლეები წაიყვანა სასწავლო ექსკურსიაზე ექსპერიმენტორიუმში. ბავშვებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს თითოეული ექსპერიმენტის მიმართ, თავადაც ხალისით ჩაერთნენ მათ მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში და მხიარულად დაბრუნდნენ თიანეთში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: