ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლე სწავლობს, რომელმაც ქართულ ენა წარმატებით აითვისა.
გლები კვაცხუთის საჯარო სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მისთვის მშობლიური არ არის, მოკლე ხანში შესანიშნავად დაეუფლა. ეს ნათლად მეტყველებს, რომ სიბეჯითითა და მონდომებით გამოირჩევა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ის ყოველთვის დიდი ინტერესითაა ჩართული სასწავლო თუ შემოქმედებით პროცესებში, ამჟღავნებს დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს.
ნიჭიერმა მოსწავლემ ქართულ ენაზე ზღაპარიც დაწერა და თავისივე შექმნილი ილუსტრაციებით გააფორმა. შინაარსი კი დედამიწასა და გარემოს დაცვის მნიშვნნელობას მიუძღვნას.
სკოლა მოსწავლის შემოქმედებას სიამაყით გვიზიარებს.
იხილეთ ფოტოები: