რცხილათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მოსწავლეთა მონაწილეობით აღინიშნა
05-05-2025

დედაენის დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის რცხილათის საჯარო სკოლაში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. მათ თავისი შემოქმედებითი ნომრებით ქართული ენის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, წარადგინეს მცირე თეატრალური სცენები და ისაუბრეს ქართული ენის დაცვასა და განვითარებაზე. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები – ჩანახატები, პატრიოტული ლექსები და კალიგრაფიული ნიმუშები.

სკოლის პედაგოგთა განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, არამედ მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვისაც.

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...