გომაროს საჯარო სკოლის III-VI მოსწავლეების დაუვიწყარი ლაშქრობა ოქროს ციხეში 
05-05-2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის III-VI მოსწავლეებმა ლაშქობა მოაწყეს სამცხე-ჯავახეთში, ოქროს ციხეში.

გურამ მიქელაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ეს აქტივობა მოსწავლეებისთვის საოცარი თავგადასავალი აღმოჩნდა. მოსწავლეების ემოციებისა და ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია კკლასის ხელმძღვანელი გვიზიარებს:

ბავშვებთან ერთად ლაშქრობა ოქროს ციხეზე არ იყო უბრალოდ ბუნებაში გასეირნება — ეს იყო ერთგვარი თავგადასავალი, სადაც შეერწყა ისტორია, გარემოს გაცნობა და გუნდური სულისკვეთება. ლაშქრობის დასაწყისიდანვე იგრძნობოდა მოლოდინისა და სიხარულის სავსე განწყობა.

გზად ბავშვებმა დააკვირდნენ, როგორ იცვლება ბუნება ხეების სახეობები, მცენარეების სურნელი, ფრინველების ხმა... თითოეულ ბილიკს თავისი ისტორია ჰქონდა. ტყე გადაიქცა ცოცხალ წიგნად, რომელიც ბავშვებმა ინტერესით „წაიკითხეს“.

როცა ოქროს ციხეს მიაღწიეს, ყველა გაოცებული დარჩა მისი სილამაზითა და სიმაღლიდან გადაშლილი ხედებით. ბავშვები ინტერესით ისმენდნენ ციხის ისტორიას როგორ გამოიყენებოდა იგი ძველ დროში და რატომ უწოდებენ მას „ოქროს“. აქ მათ შეეძლოთ წარმოედგინათ, როგორ ცხოვრობდნენ იქ ადამიანები საუკუნეების წინ.

ეს ლაშქრობა იყო გამოცდილება, რომელმაც გააღვიძა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი და პატივისცემა ბუნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ეს დღე მათ მეხსიერებაში მუდამ დარჩება როგორც აღმოჩენებით სავსე თავგადასავალი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...