გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი მოინახულეს
05-05-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო გასვლითი პროექტი, რომელიც დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას, ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობას მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ძველი აბაშის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი მოინახულეს, სადაც მწერლის პირად ნივთებთან, ხელნაწერებთან და ცხოვრებისა თუ საქმიანობის ამსახველ ექსპონატებს გაეცნენ.

პროექტის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო გურძემის სკოლის პედაგოგი კახა ჯგერენაია, რომლის თქმით, მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ისტორიული მეხსიერების გაღრმავება და ქართული მწერლობის დიდ წარმომადგენელთან უშუალო კავშირის განცდის შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...