ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლამ 14 აპრილს დედაენის დღე მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით აღნიშნა.
ღონისძიების მთავარი თემა იყო სოფლის მკვიდრის, პოეტ აკაკი გოგუას შემოქმედება. მოსწავლეებმა მისი ლექსები ასო-კაზმულობით გადაწერეს, რის შემდეგაც მოაწყვეს კალიგრაფიის გამოფენა. მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები გამოირჩეოდა სისუფთავით, გემოვნებით და შინაარსისადმი ღრმა პატივისცემით.
მასწავლებლების თქმით, ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლიტერატურული ინტერესის, ქართული ენის სილამაზის შეფასებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
ვიდეო იხლეთ ბმულზე: