მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის ეზოში უკვე მეორე წელია გრძელდება ეკოლოგიური-საგანმანათლებლო პროექტი „მწერალთა ხეივანი“. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა წელსაც დარგეს ხეხილის ხეები, ამჯერადაც დირექციისა და პედაგოგების აქტიური მხარდაჭერით.
ინიციატივის მიზანია, მწერლობისა და ბუნების სიყვარულის შერწყმა - ხეივნის თითოეული ხე ქართულ ლიტერატურაში გამორჩეულ მწერალს ეძღვნება. მოსწავლეები გამორჩეულად უდგებიან ამ პროცესს, თითოეულ ხეს თან ურთავენ ბარათს მწერლის სახელითა და მის შემოქმედებაზე მცირე ცნობის ტექსტით.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, პროექტი ხელს უწყობს როგორც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ისე მოსწავლეებში ქართული კულტურისა და ლიტერატურის ღირებულებების დამკვიდრებას.
იხილეთ ფოტოები: