რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, რაც მათი ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება.
ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სააღდგომო გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
გაკვეთილი იყო ინოვაციური და საგნობრივი ინტეგრირებით ჩატარდა. გაკვეთილის თემა გახლდათ - „სააღდგომო კვერცხების ბუნებრივი შეღებვა, QR კოდები და ფერთა სინთეზი კომპიუტერულ გრაფიკაში“
„გაკვეთილში ინტეგრირებულია სხვადასხვა საგანი და გამოცდილება: ბუნება და ქიმია – ვნახეთ, როგორ რეაგირებს ფერი pH დონეზე (ვარდისფერი კომბოსტო + ძმარი/სოდა = ფერთა მაგია!); ეთნოგრაფია – გავეცანით სააღდგომო ტრადიციებს; ხელოვნება და დიზაინი – ვისწავლეთ ფერის აღქმა და შექმნა როგორც ბუნებრივად, ისე ციფრულად; კომპიუტერული ტექნოლოგიები – შევქმენით QR კოდები, რომელშიც მოსწავლეებმა განათავსეს ინფორმაცია ფერთა ქიმიაზე; კომპიუტერული გრაფიკა – RGB და CMYK მოდელების მარტივი და სახალისო შესწავლა თამაშებითა და ფარნებით.
გაკვეთილი იყო სავსე ექსპერიმენტებით, შემოქმედებითობით. მოსწავლეებმა ფერთა ჯადოსნური სამყარო ციფრულად და ბუნებრივად შეისწავლეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტის ავტორი პედაგოგი თეა მეფარიშვილი გახლავთ.
სკოლის დირექცია მას საინტერესო ინიციატივისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ვიდეო: