საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატება აღინიშნა 
06-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამიტომ დირექცია და პედაგოგები მათ სასწავლო მიღწევებს ყოველთვის საზეიმოდ აღნიშნავენ და ახალისებენ. 

პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გიმნაზიის მოსწავლეებს, ოლიმპიადა „კინგსის“ 2024 წლის საშემოდგომო სეზონზე მონაწილეობისთვის, ლიგის მოწმობები და მედლები გადასცა.

მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი იმერლიშვილი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით- ინგლისური ენის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის. მისი პედაგოგი მზიური კოჩალიძე გახლავთ.

მე-3 კლასის მოსწავლე ქეთევან ბრწეგვაძე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, ასევე ინგლისური ენის ოლიმპიაში მოპოვებული ბრწყინვალე შედეგისთვის. მისი პედაგოგი ინგა ჩადუნელი გახლავთ.

მე-2 კლასის მოსწავლე გაბრიელ ხუბულავა დაჯილდოვდა ოქროს მედლით, მათემატიკის პლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობისთვის. მე-2 კლასელის პედაგოგი ნარგიზა შელია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...