საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მწვანე მომავლი“, რომლის წევრებიც არაერთ ეკოაქტივობას ახორციელებენ.
ეკოკლუბელებმა დედამიწის დღე გამორჩეულად აღნიშნეს.
„მწვანე მომავლის“ ინიციატივით გაიმართა გამწვანების აქცია.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კლუბის წევრებმა ხეები დარგეს. ხეებზე მოსწავლეები თავადვე იზრუნებენ. სამომავლოდ კი ეკოკლუბელები არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებას გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები: