ქუთაისის №4 სკოლის მოსწავლე ბარბარე იეთიშიმ ინგლისური ენის ოლიმპიადაში ოქროს მედალი მოიპოვა
06-05-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორისაა, VI კლასის მოსწავლე ბარბარე იეთიში, რომელიც „კინგსის“ 2024 წლის შემოდგომის სეზონის ლიგის წარმატებული მონაწილეა. მოსწავლემ ინგლისური ენის ოლიმპიადაში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. 

მიღწეული წარმატებისათვის ბარბარე ოქროს მედლითა და შესაბამისი დიპლომით დაჯილდოვდა.

მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჟვანია გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი კი - ქეთევან კობეშავიძე.  

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...