დედამიწის დღის აღსანიშნავად,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბათლოს საჯარო სკოლაში გაიმართა თემატური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა წარადგინეს გარემოს დაცვისა და პლანეტის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ორიენტირებული პრეზენტაციები, პლაკატები და ხელნაკეთი ნამუშევრები. ღ
სკოლის მასწავლებელთა თქმით, მსგავსი აქტივობები განაპირობებს მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში გარემოსდაცვითი ქცევის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.