თბილისის N28 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
თბილისის სასკოლო ოლიმპიადაზე, ბადმინტონში ️სკოლის გოგონათა გუნდმა II ადგილი დაიკავა.
გუნდის წევრები არიან:
მათი პედაგოგი კი გრიგოლ- გოგიტა სოფრომაძე გახლავთ.
მოსწავლეები ვერცხლის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: