ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა რეზო ჭეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
05-05-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

მე-6 კლასელები, კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე და პედაგოგები - ელენა ბუაძე და დარეჯან გიგიაძე მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს სტუმრობდნენ.

მათ დრამატურგის, მწერლის, სცენარისტისა და ფილოლოგის - რეზო ჭეიშვილის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გასვლითი ღონისძიებით მოსწავლეებმა მწერლის საიბილეო თარიღი აღნიშნეს. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს მისი მოღვაწეობა, ისაუბრეს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. 

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. მას არაერთი ცნობილი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მათ შორისაა - „ცისფერი მთები,“ „ჩემი მეგობარი ნოდარი,“ „მუსიკა ქარში“ და სხვ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...