ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
3 მაისს, სკოლაში მზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც მზის ენერგიის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოენერგიაზე, მზის მნიშვნელობაზე ჩვენს ეკოსისტემაში და საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.
მზის დღე მსოფლიოში 1994 წლიდან აღინიშნება. მზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სუფთა ენერგიაა,
რომელიც არ აბინძურებს გარემოს და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები უსაზღვროა.
აღსანიშნავია, რომ მზე დედამიწას 80 ათას მილიარდ კილოვატ ენერგიას აძლევს წამში, რაც მნიშვნელოვნად მეტია მსოფლიოში ერთად აღებულ ყველა ელექტროსადგურზე.
იხილეთ ფოტოები: