ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვარაში ეხმარებიან. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
პროფესიის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები ლუხვანოს სოფლის ბიბლიოთეკარსა და სკოლის ექთანს ესტუმრნენ. ბიბლიოთეკარი და ექთანი მოსწავლეებს საკუთარ პროფესიაზე ესაუბრნენ.
მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, აღნიშნული საქმიანობების შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: