„ინოვაცია და წარმატება - ჩვენი მომავალია“ - დეხვირის საჯარო სკოლის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ღონისძიება მიეძღვნა 
05-05-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ორგანიზებით, (ხელმძღვანელი - მარინე სვანიძე) ლეჩხუმის განათლების სახლში (ხელმძღვანელი - იზოლდა ხვადაგიანი) ჩატარდა ღონისძიება - „ინოვაცია და წარმატება - ჩვენი მომავალია“.

შეხვედრა ეძღვნებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის წარმატებული პროექტების წარდგენასა და გამოცდილების გაზიარებას. 

ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სოფელ ცხუკუშერის დაწყებითი კლასის მასწავლებელი - ზურა ციბაძე თავისი ოჯახითა და ერთადერთი მოსწავლით, რომლებმაც შემოქმედებითად გაალამაზეს საღამო.

ასევე, ღონისძიებას მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ დეხვირის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები: გულივერ ბრეგვაძე, თამაზ ხეცურიანი და პაშა ახვლედიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ჩართულნი არიან ლეჩხუმის განათლების სახლის სოციალურ პროექტში - „გერმანული ენის უფასო სწავლება“. (პედაგოგი- იზოლდა ხვადაგიანი) 

შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე-  ვასილ საღინაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი -  ირაკლი სილაგაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი -  გოგი კვირიკაშვილი, ლეჩხუმის განათლების სახლის მთავარი მენეჯერი - იზოლდა ხვადაგიანი, ცენტრის თანამშრომელი - ნანა კოპალიანი, ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე და მოადგილე იზა ხეცურიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -  გიორგი გუგავა და მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი - მამუკა ლეთოდიანი.

„დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მოწვეულ სტუმრებსა და ყველა მონაწილეს! სკოლას საჩუქრად გადაეცა სიმბოლური საჩუქარი განათლებისადმი სიყვარულისა და  გამოცდილების გაზიარებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი დღე ჩაიწერა საუკუნენახევრიანი სკოლის მატეანეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...