აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
22 აპრილს, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ თეა მაქაცარიასთან ერთად დედამიწის დღე აღნიშნეს.
მასწავლებელმა პატარებთან ისაუბრა თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე, კლიმატის ცვლილებებზე და თუ როგორ სჭირდება ბუნებას მოვლა-მოფრთხილება.
ბავშვებმა დიდი სიხარულით შექმნეს დედამიწის მოდელი და კედელზე გააკრეს მათ მიერ შექმნილი ნახატები.
„დიდ მადლობას ვუხდით კლასის ხელმძღვანელს და მე-2 კლასის თითოეულ მოსწავლეს ნახატებისათვის და დედამიწის მოდელის დამზადებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: