ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, აბულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებელ კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, მოამზადეს კომპლექსური სამუშაო დედამიწის დაცვისა და სუფთა ეკოსისტემისადმი მიძღვნილი.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგარებაში.
იხილეთ ფოტოები: