აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
30 აპრილს, სკოლაში განხორცილდა პროექტი ქართულ ენაში სახელწოდებით - „უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ ძლიერი“.
პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერიშვილი.
პროექტი მიზნად ისახავდა ნასწავლი საკითხების ცოდნის საფუძვლიანად გამოყენებას. სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, კითხვის, ძახილის) მართებულად გამოყენებას, მართლწერის ნასწავლი ნორმების დაცვას.
მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ექვს ჯგუფად, რომლებსაც შერჩეული ჰქონდათ სახელწოდებები. კონკურსი მიმდინარეობდა კონკურენტულ რეჟიმში. თითოეული გუნდი შესანიშნავად იყო მომზადებული.
კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებული ჯგუფი. მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლურად თასი წარწერით - „უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ ძლიერი“ და სიგელი.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს და თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ ფოტოები: