ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი და ახალი საკომუნიკაციო საშუალებები საინტერესო აქტივობით შეისწავლეს
05-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. 

მათ შორის აღსანიშნავია მეტად შემეცნებითი აქტივობა თემაზე - „საინფორმაციო მედია წარსულში და დღეს“, რომელიც მასწავლებელმა ანა პეტროსიანმა, ბილინგვური სწავლების სპეციალისტ მარიამ ზარიძესთან ერთად მოაწყო.

აქტივობისთვის მოსწავლეები სათანადოდ მოემზადნენ - მათ დაევალად ძველი და ახალი მედიის შედარება ნახატების საშუალებით. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს ის აშკარა სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი, რაც მედიამ გაიარა. 

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად: პირველი ჯგუფის სამუშაო თემა იყო - „ფოსტა“, მეორე ჯგუფის - „პროგნოზი“, მესამე ჯგუფს „SOS სიგნალი“ ერგო, მე-4-ს კი „წერილის გაგზავნა“.

მოსწავლეებმა სამაგალითოდ გაართვეს თავი დავალებას და საკუთარი მონდომებითა და შემოქმედებითობით მასწავლებლებიც კი გააოცეს. 

თემის შესაბამისი ულამაზესი სურათები, ქართულ ენაზე მოთხრობილი საინტერესო ისტორიები, სხარტად გაცმული პასუხები, განვითარებადი თემა - ასე აღწერენ სკოლაში მოსწავლეთა წარმოდგენილ პრეზენტაციებს. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ თუ დღემდე საკომუნიკაციო საშუალებებიდან მხოლოდ ტელეფონის შესახებ იცოდნენ, აქტივობის დახმარებით ცოდნა გაიმდიდრეს და წარსულში იმოგზაურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...