გამწვანების აქცია და მრავალფეროვანი ეკოაქტივობები - ბავრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
05-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას აქტიური ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს, მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებლების - ლეილი კარაპეტიანისა  და ვალენტინა ელიაზიანის, მე-5 კლასის დამრიგებელის- ანუშ სტეპანიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს, წარმოთქვეს თემატური ლექსები. ღონისძიების შემდეგ კი გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო. 

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ყვავილები, სხვადასხვა ხილის ნერგები, დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია.

„ძალიან ლამაზი იყო სანახაობა, როცა ბავშვები კოლექტიურად მუშაობდნენ, მხიარული ჟრიამული ისმოდა ირგვლივ, გაზაფხულის დადგომასაც სიხარულით შევხვდით. ირგვლივ გაზაფხულის და მზის სურნელება ტრიალებდა. ჩემი საქართველო აქ არის“, - გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...