მულახის სკოლის პირველკლასელებმა პრესის თავისუფლების დღეს საინტერესო ინიციატივას ჩაუყარეს საფუძველი - პატარები ყოველკვირეულ კედლის გაზეთს გამოუშვებენ 
05-05-2025

3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საფუძველი ჩაუყარეს საინტერესო ტრადიციას -  ყოველკვირეული კედლის გაზეთის შექმნას. ნიჭიერი პირველკლასელები გაზეთით სხვა მოსწავლეებს კვირის მნიშვნელოვან თარიღებს გააცნობენ.

გაზეთის პირველი ნომერი გვირილობის დღესასწაულს მიეძღვნა. პატარებმა მასწავლებელთან ერთად შექმნილი სტატიითა და ფოტოებით გააცნეს თანასკოლელებს გვირილობის დღესასწაულის ტრადიცია რომელიც 1921 წლიდან აღინიშნება.

ინიციატივა გრძელდება და სასკოლო საზოგადოებას გაზეთი ბევრი ახალი საინტერესო ნომერი ელოდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...