განათლების ხარისხის განვითრების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის განახლებული დოკუმენტის საჯარო განხილვა იწყება.
პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში განახლდა 2021 წელს შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის დოკუმენტი.
დოკუმენტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება იწარმოებს: 2025 წლის 5 მაისიდან -18 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/svhqELgfJ8
დოკუმენტის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, 28 მაისს, 16:00-ზე.
შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ სხდომის გამართვამდე, 1 დღით ადრე.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენელს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: s.gaprindashviuli@eqe.ge