„ქართული ენა, უკვდავი ენაა“ - შთამბეჭდავი პროექტი და საინტერესო ღონისძიება აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში
02-05-2025

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, შესაბამისად აქტიურად აღნიშნავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. დედაენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული მოეწყო, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

10-11 აპრილს, კი სკოლაში პროექტის - „ქართული ენა, უკვდავი ენაა“ ფარგლებში, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგ შორენა ბერიშვილისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლების-  ირმა საჯაიას, თეა მაქაცარიასა და დონა გამისონიას თაოსნობით, საინეტრესო ღონისძიება ჩატარდა. 

მე-7, მე-8 და მე-10 კლასის შემოქმედი მოსწავლეები შეხვდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და გააცნეს თავიანთი შემოქმედება.

მოსწავლეებმა მოისმინეს ახალგაზრდა შემოქმედების მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები, ნოველები. უფროსკლასელებმა პატარებთან ერთად ისაუბრეს ქართველი ერისთვის დედაენის დღის მნიშვნელობაზე. პატარებმა გააფერადეს მოსწავლეების მიერ დახატული ქართული უკვდავი ასოები, რომელიც მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის. დასვეს კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლაში ახარებთ, როგორც მოსწავლეთა შემოქმედებითობა ასევე პედაგოგთა შემართება, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას.

„მინდა გითხრათ, რომ ამ მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტები ძალიან საინტერესო და ლამაზია. სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...