ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ყურადღება გამახვილდა მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე
05-05-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლა აქტიურად მუშაობს მშობელთა ჩართულობის კულტურის გაძლიერებაზე. პედაგოგ ნინო ფანჩულიძის თქმით, ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ მოიცავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე როგორც სახლში, ისე სასკოლო გარემოში.

ტერმინი აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...