დამრიგებლებისა და მოსწავლეებისთვის 50 ათასამდე კომპიუტერი და 7 ათასამდე მედალია გამოყოფილი - მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს
07-05-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძე, განათლების კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია.

მომხსენებლის განცხადებით პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს 49 439 ერთეული პორტაბელური კომპიუტერის გადაეცათ;

ასევე 4 962 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი; წარჩინებულ მოსწავლეებს დაურიგდათ 5 686 ერთეული ოქროს და 1 441 ერთეული ვერცხლის მედალი, მოსწავლეებს დაურიგდათ 5 879 759 ერთეული სახელმძღვანელო და რვეული.

„უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეებს გადაეცათ 782 ერთეული ბრაილის და 12 რელიეფურად ნაბეჭდი სახელმძღვანელო. ასევე, განხორციელდა თბილისის 69 საჯარო სკოლის 12 370 მოსწავლის, მათ შორის 31 საჯარო სკოლის 510 შშმ და სსსმ მოსწავლის ტრანსპორტის მომსახურებით უზრუნველყოფა. დაფინანსდა 56 მუნიციპალიტეტი 1 172 საჯარო სკოლის 79 930 მოსწავლის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით. საჯარო სკოლებს გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა, მათ შორის: 16 744 ერთეული პორტაბელური კომპიუტერი; 1 851 ერთეული პროექტორი“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...