შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
05-05-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

3 მაისს, სკოლაში მზის მსოფლიო დღე აღინიშნა. გამართა საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც მზის ენერგიისა და მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 

მზე ყველას უყვარს დედამიწაზე. მის გამოჩენას სიხარულით ვხვდებით. თქვენ გგონიათ მზე ამოდის ან ჩადის? არა! მზე საერთოდ არ მოძრაობს. ეს დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო - სწორედ ასეთი საინტერესო ამბები გააცნეს მოსწავლეებს, ლელა და ნანა მასწავლებლებმა. 

ბავშვებმა დაბადების დღის მისალოცი ბარათები დაუმზადეს მზეს და აღნიშნეს, რომ ის ჯერ მხოლოდ 5 მილიარდი წლისაა.

მზის დღე მსოფლიოში 1994 წლიდან აღინიშნება. მზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სუფთა ენერგიაა, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები უსაზღვროა.

აღსანიშნავია, რომ მზე დედამიწას 80 ათას მილიარდ კილოვატ ენერგიას აძლევს წამში, რაც მნიშვნელოვნად მეტია მსოფლიოში ერთად აღებულ ყველა ელექტროსადგურზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...