ოროჯალარის საჯარო სკოლაში სომეხი მწერილის - ჰამო საჰიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა 
05-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინეტრესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.

მათ შორის სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც დიდი სომეხი მწერლის - ჰამო საჰიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სომხური ენის მასწავლებელი მარიამ კარახანიანი. მონაწილეებმა წარადგინეს ბიოგრაფიული ცნობები მწერლის ცხოვრებიდან, წაიკითხეს მისი ლექსები, იმღერეს საჰიანის ლექსების ტექსტეზე შექმნილი სიმღერები.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ ჰამო საჰიანის ცხოვრების შესახებ ბევრი უცნობი დეტალი შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...